სიახლეები

გახსენით ანაბარი თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკით და მიიღეთ მეტი სარგებელი!

გახსენით ანაბარი თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკით და მიიღეთ მეტი სარგებელი!

2014-03-12 15:49:27

მათ, ვინც თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკით სარგებლობს, ეძლევა არაჩვეულებრივი შანსი, სახლიდან გაუსვლელად გახსნას მისთვის სასურველი ანაბარი თიბისი ბანკში და მიიღოს 0,5%-ით მეტი სარგებელი!

ანაბრის ინტერნეტ ბანკით გახსნა - ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც მხოლოდ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი იძლევა.

დღეიდან უკვე შესაძლებელია შეხვიდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის საკუთარ გვერდზე და დეპოზიტების მენიუდან მარტივად, 5 წუთში, გახნათ თქვენთვის სასურველი ანაბარი.

ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია 4 ტიპის ანაბრის გახსნა:

· ვადიანი ანაბარი

· ვადიანი+

· ჩამი მიზანი

· ჩემი სეიფი

0,5%-ით მეტ სარგებელს თქვენ მიიღებთ ვადიანი, ვადიანი+ და ანაბარი „ჩემი მიზანის“ გახნის შემთხვევაში. გარდა ამისა, ანაბარი „ჩემი მიზანი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს, მინიმალური ნაშთის ანუ თანხის გარეშე გახსნათ ანაბარი და შემდეგ ყოველ თვე დაამატოთ თქვენთვის სასურველი თანხა - მინიმუმ 10 ერთეული. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ იღებთ 0,5%-ით მეტ სარგებელს, ვიდრე სტანდარტულად ბანკში მისვლის და ანაბრის გახსნის შემთხვევაში.

ასე რომ, მათთვის ვისაც აქვს მიზანი და სურს, მარტივად და მომგებიანად დაზოგოს თანხა კონკრეტული დანიშნულებისათვის, ინტერნეტ ბანკით ანაბრის გახსნა იდეალური შანსია.

იჩქარეთ, თუ არ ხართ რეგისტრირებული თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკზე ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbconline.ge ან მიმართეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

გახსენით ანაბარი ინტერნეტ ბანკით და მიიღეთ უფრო მეტი სარგებელი!