სიახლეები

ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა გაზაფხულიდან დაიწყება

ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი,  სუბტროპიკული, კაკლოვანი და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა გაზაფხულიდან დაიწყება

2016-12-27 17:50:27

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანური კომპანიის La Encina-ს მიწვევით სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ესპანეთის ქალაქებში - სევილია, სანტანდერი, რიოხა, ბილბაო - გაშენებული ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების სანერგე მეურნეობები და საკოლექციო ნარგაობები მოინახულეს.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80