სიახლეები

ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ

ბრიუსელში საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმას დადებითად აფასებენ

2017-04-12 11:01:17

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს იწვევენ.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80