ალექსი პეტრიაშვილი
ბლოგი
ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი-ს ბლოგები

ბილეთი ერთი მიმართულებით... მთვარეზე

ალექსი პეტრიაშვილი

2011-11-25 14:39:59

შუა ხნის, სააკაშვილისეულად კი „ჩარეცხილობის“ ასაკის ადამიანებს გახსოვთ ალბათ ცნობილიჰიტი „ბილეთი ერთი მიმართულებით მთვარეზე“. ნატო–ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგრასმუსენის ვიზიტი სხვა ჩვენი მეგობრების ვიზიტისგან სწორედ ამ მაგიური სიტყვით „ბილეთით“გამოირჩეოდა. „ეს არის ჩვენი ბილეთი ნატო–ში“, „ჩიკაგოს სამიტზე ჩვენ მივიღებთ ბილეთსნატო–ში“, – ეს ფრაზები ორი დღის განმავლობაში ყოველ ერთ საათში გაისმოდა ნაციონალურიტელევიზიებით ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკე თავებისგან.

ნანახია - 1517

კომენტარები - 0

რატომ ერჩი ამ ხალხს, მიშა?

ალექსი პეტრიაშვილი

2011-08-26 14:23:03

ისე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს არ უმკურნალებ და ისე გაისტუმრებ ამ ქვეყნიდან, თუ შიმშილით ამოხდი სულს. სამეგრელოს ერთ–ერთ ულამაზესსოფელ სქურში, ადამიანები, რომლებისთვისაც ფილოსოფიურ თემებზე და მაღალ მატერიებზე საუბარი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელიელემენტი იყო, დღეს სიმწრით, მაგრამ გაუსაძლისობის გამო, მაინც პირველ რიგში შიმშილზე საუბრობენ. ასე იყო სოფელ მუხურჩაშიც. საუბარიწიგნებისა და რვეულების სიძვირეზე, განათლებისა და სკოლების პრობლემებზე ეხებოდა, როდესაც ერთმა მოხუცმა, უაღრესად სათნო ქალბატონმაგულიდან ამოხეთქა, რომელ სწავლაზეა ლაპარაკი, სახლში მშიერი შვილიშვილი მიზის და საჭმელი რა მივუტანო, დღე და ღამე იმაზე ვფიქრობო.

ნანახია - 1336

კომენტარები - 0

1
სარეკლამო ბანერი
1000 X 80