დავით ზარდიაშვილი
ბლოგი
დავით ზარდიაშვილი

დავით ზარდიაშვილი-ს ბლოგები

ჩოყლაყის ფენომენი

დავით ზარდიაშვილი

2017-10-16 21:30:39

ცხადია, სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურ აქტუალობას სრული უპერსპექტივობის გამო მალე დაკარგავს, თუმცა ორი შეკითხვა - „რა ადგილი უნდა მიუჩინოთ მას?“ და „შესაძლოა თუ არა მისი გასამართლება?“, როგორც ჩანს, კარგა ხანს კვლავაც აქტუალური იქნება. მართლაც: რა ადგილი უნდა მიუჩინოთ ამ პიროვნებას და უნდა გასამართლდეს თუ არა იგი? დიახ, უსათუოდ უნდა გასამართლდეს, თუკი - საერთოდაც შერაცხადია! არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პიროვნება, შერაცხადი? ამ კითხვას მხოლოდ კვალიფიციურმა ფიქიატრიულმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი.

ნანახია - 1404

კომენტარები - 8

კონსენსუსიც და კომპრომისიც მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესების საფუძველზე!

დავით ზარდიაშვილი

2017-08-22 19:00:47

ამომრჩეველი ყოველთვის მოტყუებული და წაგებული რჩება, რადგან სიით არჩეული დეპუტატი მისი წარმომადგენელი სულაც არ არის, არამედ სინამდვილეში სწორედ იმ პატრონისაა, ვისგანაც სიაში ადგილი და მაშასადამე, მანდატიც ერგო. ამომრჩეველი არჩევანს არა საკუთარი ინტერესების გამომხატველ პარტიებსა და კანდიდატებს, არამედ ამ კლიენტელათა პატრონებს და მათ პარტიულ დასახელებებს, რაც უმეტესწილად ისევ პატრონთან იდენტიფიცირდება, შორის აკეთებს; ამის გამო წარმომადგენლობითი დემოკრატია ფარსს ემსგავსება.

ნანახია - 600

კომენტარები - 3

ასოცის ჭექა-ქუხილი და თვითმმართველობა

დავით ზარდიაშვილი

2017-04-04 19:47:06

„უნდა აღინიშნოს, რომ იმთავითვე, ე.ი. 2013 წლიდანვე, როცა საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ ჯგუფის, რომელიც ახლა ასო-ცთა ერთ-ერთი თაოსანია, ინიციატივითა და მე ვიტყოდი, ჯიუტი დაჟინებით, მიიღო მუნიციპალიტეტების ე.წ. ტერიტორიული ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება, დიდად არ უნაღვლია ამ ოპტიმიზაციის ევროპულ პრაქტიკასთან და ობიექტურ საჭიროებებთან შესაბამისობაზე. საბოლოო ჯამში ეს „ოპტიმიზაციის იდეა“ კრახით დასრულდა, რადგან სათანადო კრიტერიუმები, მიუხედავად ბევრი ფუჭი თავის მტვრევისა, მაინც ვერ იქნა შერჩეული".

ნანახია - 887

კომენტარები - 2

პრეზიდენტი ცაში, სასამართლო წყალში, ბათუმი კახეთში და ბანკი მიწაში!

დავით ზარდიაშვილი

2016-12-20 17:30:54

პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს არა მიწაზე, არამედ ჰაერში! პრეზიდენტის ადგილი სწორედაც ცაშია! რასაკვირველია, ჰაეროვანი პრეზიდენტი, მაღლიდან სწორედაც იდეალურად შეასრულებს სახელმწიფოს სიმბოლური მეთაურისა და ხელისუფლებათა შორის მიუკერძოებელი არბიტრის როლს, ხოლო ღმერთმა დაგვიფაროს და ომის შემთხვევაში ყოველი სტრატეგიული სიმაღლის იმთავითვე თვით-მპყრობელი სრულყოფილი მთავარსარდალიც იქნება! აღარაფერს ვამბობ უცხოელი ელჩებისა და დელეგაციების ზეციურ მიღება-გამასპინძლებაზე.

ნანახია - 1732

კომენტარები - 7

ენმ ანუ "კაპუტ მიშკა, შიშკა ი კრიშკა!"

დავით ზარდიაშვილი

2016-10-13 00:58:36

ვისაც საღი აზროვნების უნარი შერჩენია და პიროვნების კულტის ფანატიზმით არ არის უიმედოდ დაავადებული, რასაკვირველია, აცნობიერებს, რომ მართლმსაჯულებას ოდესაში გაქცეული ბოროტმოქმედის, კონდოტერის და ავანტურისტის გზა დასასრულს უახლოვდება. „ქართლის ცხოვრების“ ჟამთააღმწერელი მასზე ალბათ ასე დაწერდა: „განერიდა რისხვასა სამართლისასა, ილტვოდა და იჯმნა ოდესას“. ახლა მას სამართლით დევნილი და „ოდესაში ჯმნულის“ უცხოს სტატუსი აქვს ფორმალურად, მაგრამ ყველამ იცის, რომ მდგომარეობა - „კაპუტ, მიშკა“ ამ არჩევნების შემდგომ პრაქტიკულად უკვე დადგა.

ნანახია - 2262

კომენტარები - 2

სოფლის სტატუსის შესახებ

დავით ზარდიაშვილი

2016-07-16 16:30:05

თვითმმართველობის რეფორმირებასთან ერთად აუცილებელი გატარდეს მიწის რეფორმა, რომელიც სოფლის თემს მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობაში მიაკუთვნებს მისსავე სამკვიდროს - საერთო სარგებლობის საძოვარს, სათიბს, სოფლის სარეზერვო სასოფლო-სამეურნეო მიწას, შიდა-სამეურნეო გზების მიწას, სოფლის შიდა ინფრასტრუქტურისათვის აუცილებელ არასასოფლო-სამეურნეო მიწას, აგრეთვე მიმდებარე ტყეს, ჭალას, მდინარესა თუ წყაროს. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია სახელმწიფო მიწის მასშტაბური მუნიციპალიზაცია; სახელმწიფო არ შეიძლება თანამედროვე პირობებში ყველაზე მსხვილ და გიგანტურ მიწათ-მფლობელად რჩებოდეს;

ნანახია - 1215

კომენტარები - 0

ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის მეოთხედი საუკუნე (მეორე წერილი)

დავით ზარდიაშვილი

2016-05-12 00:03:40

„სამართლიანობის აღდგენას“ შედარებით ვიწრო და ფართო კონტექსტი გააჩნია; 2012 წლის არჩევნებში ეს კონკრეტული, ვიწრო კონტექსტი სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა აღკვეთა, ამ დანაშაულების შედეგად დამხობილი მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენა და დამნაშავეთა საკადრისი დასჯა იყო; ხოლო „სამართლიანობის აღდგენის“ ფართო კონტექსტი არც მეტი, არც ნაკლები - ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილ უსამართლობათა და უკანონობათა საშინელი შედეგების აღმოფხვრას გულისხმობს“.

ნანახია - 889

კომენტარები - 0

ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის 25 წელიწადი (პირველი წერილი)

დავით ზარდიაშვილი

2016-04-20 23:55:41

"მიუხედავად ყველაფრისა, პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ, მართალია, არაკმარი იურიდიული დასაბუთებით, მაგრამ ფაქტობრივად, ისტორიის ასპარეზზე გამოიყვანა ახალი სრულუფლებიანი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“. სწორედ ამ ახალმა სუბიექტმა უკვე მე–20 საუკუნის ბოლოს დაიბრუნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ წართმეული სუვერენული უფლებები. დემოკრატიული რესპუბლიკისაგან დატოვებულ უმთავრეს მემკვიდრეობას უნდა მივაკუთვნოთ საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი ძირითადი საფუძველთაგანია".

ნანახია - 1463

კომენტარები - 12

მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა (მეორე ნაწილი)

დავით ზარდიაშვილი

2016-03-14 00:23:58

„სათემო ქონებას მოკლებული სოფელი უკვე ქართული სოფელი კი არა, არამედ ბედისწერას მინებებული დასახლებაა, სადაც მკვიდრი თემი კი არ სახლობს, არამედ სწორედაც რომ - ხიზნები! სოფლისათვის თავის დროზე წართმეული სათემო ქონება, მართალია, „საერთო-სახალხო საკუთრებად“ აღარ იწოდება, მაგრამ რა ბედენაა? იგი ფორმალურად სახელმწიფოს მიერ მიღებულ იმ ქონებრივ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი გამოუყენებელია, უსარგებლო და უარესიც: აღურიცხავი და დაურეგისტრირებელია, ე.ი. იურიდიულად ეს მიწა დღემდე უპატრონოა!“

ნანახია - 1346

კომენტარები - 0

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარება“ თუ რეგიონული პოლიტიკის მორიგი კრახი?!

დავით ზარდიაშვილი

2015-12-18 01:33:45

„ამ კანონით ერთი გამორჩეული კატეგორიის მოსახლეობას, რომელიც ისევე გაღატაკებული და მთავრობის დახმარებების ხელის შემყურეა, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა, ოდენ სოციალურ და საგადასახო შეღავათებს დაუწესებ? რეგიონული განვითარება არა სოციალურ და საგადასახო პრივილეგიათა შემოღება, არამედ სულ სხვა რამ არის - რეალური ეკონომიკური აღმავლობა, რაც რეგიონის კონკურენტულ უპირატესობებსა და მისი პოტენციალის რაციონალურ, გეგმაზომიერ გამოყენებაზე, გაპარტახებული ინფრასტრუქტურის თავიდან გამართვაზე, თავისუფალ მეწარმეობაზე, მოწინავე ტექნოლგიების დანერგვაზე და ა.შ. არის დაფუძნებული“.

ნანახია - 1497

კომენტარები - 8

საჯარო სამსახურის პრემია-დანამატები: პატრიმონიალური ბიუროკრატიის ჯილდო -სასყიდელი

დავით ზარდიაშვილი

2015-12-03 13:30:16

სააკაშვილის დამარცხების შემდგომ თვალს ვადევნებთ პროცესს, როდესაც მისი ცენტრალიზებული ნომენკლატორული სისტემა ისევ ცალკეულ ნომენკლატორულ კლანებად იშლება; ვერტიკალი, ცხადია, ჯერ ისევ შენარჩუნებულია, მაგრამ საგრძნობლად შესუსტებული; რეპრესიები და პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ფიარი აღმოიფხვრა, თუმცა ნომენკლატორული პრივილეგიების როლი სისტემის შესანახად არამც თუ შეირყა, არამედ გაცილებით გაძლიერდა კიდეც. პრემიები და დანამატები ფაქტიურად ძირითადი ინსტრუმენტია.

ნანახია - 1616

კომენტარები - 10

სარეკლამო ბანერი
1000 X 80