ზურაბ დათუაშვილი
ბლოგი
ზურაბ დათუაშვილი

ზურაბ დათუაშვილი-ს ბლოგები

რუსეთი და თეიმურაზ I - ახალი კავშირების ძველი დასასრული

ზურაბ დათუაშვილი

2012-05-23 14:33:42

ხეთის აჯანყებისა და კონსტანტინე მირზას დაღუპვის შემდეგ (1605 წლის შემოდგომა) აბას I იძულებული გახდა, მეფედ ყმაწვილი თეიმურაზი დაემტკიცებინა. ამ დროს ირანს ომი ჰქონდა ოსმალეთთან და კახელთა განაწყენება არ სურდა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ (1612 წელი) მან ისევ მოიცალა ”ურჩი გურჯისტანისთვის”. თეიმურაზ I დროულად ვერ მიუხვდა შაჰს განზრახვას და მოუმზადებელი შეხვდა მტრის შემოსევას. 1614 წელს ახალგაზრდა მეფე იძულებული გახდა, ლიხთიმერეთში გადახვეწილიყო, მაგრამ მომდევნო წლის შემოდგომაზე მოულოდნელად დაბრუნდა კახეთში და მუსრი გაავლო იქ დარჩენილ ყიზილბაშთა გარნიზონს.

ნანახია - 2658

კომენტარები - 1

კახელების თანდასწრებით რუსი დესპანის გაჯოხვისა და გოდუნოვ-ბაგრატიონთა არშემდგარი მოყვრობის ისტორია

ზურაბ დათუაშვილი

2012-05-23 14:28:58

XVII საუკუნის დასაწყისი უაღრესად რთული პერიოდი იყო ხანგრძლივ დროზე გათვლილი დიპლომატიური პერსპექტივის თვალსაზრისით. შაჰი აბას I უკვე ღიად ემზადებოდა ოსმალეთთან ომისთვის. ირანის გაძლიერებით დამფრთხალი არაერთი ჩერქეზი მფლობელი რუსეთს განუდგა და შაჰს მიემხრო, რომელმაც საგანგებო მისია გაგზავნა ევროპის მონარქებთან ინგლისელი ანტონ შერლისა და სპარსი ჰასანის შემადგენლობით. აბას I ანტიოსმალურ კოალიციაში იწვევდა ევროპის ქვეყნებს. ასეთ აწეწილ სიტუაციაში ალექსანდრე II სცადა კბილი მოესინჯა, როგორი იქნებოდა პორტას რეაქცია ხარკის შეწყვეტაზე, მაგრამ ხონთქრის მხრივ ისეთი ენერგიული პასუხი მიიღო (შემახიის ფაშა ლაშქრით გამოემართა კახეთის წინააღმდეგ), რომ იძულებული გახდა, ხარკი სასწრაფოდ გადაეხადა.

ნანახია - 1677

კომენტარები - 1

“პრიიდე პასოლ კ ველიკომუ კნიაზიუ იზ ივერსკოი ზემლი”...

ზურაბ დათუაშვილი

2011-07-08 12:28:07

XV საუკუნის მეორე ნახევარი საბედისწერო ტეხილი აღმოჩნდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ისტორიაში. ერთიანი სახელმწიფოს რღვევის ნიშნებმა, რომლებიც სულ უფრო მკაფიოდ იგრძნობოდა XIII-XIV საუკუნეებში, ამ დროისათვის საბოლოოდ იჩინა თავი, რასაც ქვეყნის დაშლა მოჰყვა შედეგად. ჩამოყალიბდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რომელთა სათავეში ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ისხდნენ და ლეგიტიმურობის თანაბარი პრეტენზიით გამოდიოდნენ. მათ დაემატა სამცხე-საათაბაგოც, რომლის მმართველები თანმიმდევრულად ახორციელებდნენ სეპარატულ პოლიტიკას როგორც საერო, ისე - საეკლესიო სფეროში.

ნანახია - 1539

კომენტარები - 0

“არამედ უფრო განძუინდებოდა რუსი...”

ზურაბ დათუაშვილი

2011-06-22 22:14:13

XII საუკუნის ბოლო მეოთხედი რთული და წინააღმდეგობრივი ხანა იყო საქართველოს ისტორიაში. გარეგნულად, სახელმწიფო უმაგალითო პროგრესს განიცდიდა. განსაკუთრებით ხელშესახები იყო წარმატებები საგარეო პოლიტიკაში. ქვეყანა მეთოდურად, დაჟინებით მიილტვოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალებისკენ და როდესაც დიპლომატია არ ჭრიდა, იარაღის ძალით აგვარებდა პრობლემებს. გენერალურ შეტაკებებში მან დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ სამხედრო თვალსაზრისით არა თუ ჩამორჩებოდა, აღემატებოდა კიდეც მეზობელ სელჩუკურ სასულთნოებსა და საემიროებს.

ნანახია - 1528

კომენტარები - 0

რუსეთი და ყივჩაღთა გადმოსახლება საქართველოში

ზურაბ დათუაშვილი

2011-06-04 22:09:29

უკვე XI საუკუნისათვის ქართული სამყარო კარგად იყო ინფორმირებული იმიერკავკასიის სტეპებში მომთაბარე ყივჩაყების შესახებ, მით უმეტეს, რომ იმ დროისათვის ეს უკანასკნელები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსულ სამთავროებთან. რუს-ყივჩაყთა დაპირისპირება თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. XII საუკუნის დასაწყისში ნათლად გამოიკვეთა სლავთა ძლიერება, რის გამოც მომთაბარეები იძულებული გახდნენ, კიდევ ერთხელ მოენაცვლებინათ ადგილმდებარეობა. მათი ნაწილი ბელად სირჩანის მეთაურობით დონის მარცხენა ნაპირზე დამკვიდრდა, ათრაქა შარაღანის ძის ტომმა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიას, შემდეგ კი საქართველოს მიაშურა.

ნანახია - 4299

კომენტარები - 0

12

სარეკლამო ბანერი
1000 X 80