გურამ სანადირაძე
ბლოგი
გურამ სანადირაძე

გურამ სანადირაძე-ს ბლოგები

საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან

გურამ სანადირაძე

2015-11-09 15:00:54

მართალია რუსეთი თავქვე დაეშვა, მაგრამ ნაადრევად ნუ ვიზეიმებთ. რომის იმპერია სამასი წელი იშლებოდა. მეორე, დასავლეთმა ნოკდაუნში კი გაისტუმრა, მაგრამ მის ინტერესებში არ არის რუსეთის დაქცევა. ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს აღმოსავლეთის წამლეკავი სტიქიისაგან დამცავი ჯებირის როლი, რასაც იმთავითვე აკუთვნებდა ევროპა რუსეთს. გავიხსენოთ: მომთაბარეთა ურდოებისაგან ევროპის საშინელი დალაშქვრები შეწყდა მაშინ (პარიზამდე უპრობლემოდ ჩადიოდნენ), როცა რუსეთმა, დონისა და ვოლგის სტეპების გაკონტროლებით, მათ გზა გადაუკეტა. ამ გზის გახსნა დასავლეთს არაფრით აწყობს. და ბოლოს, მესამე, თუ მართლა დაიქცა რუსეთი, ამით ჩვენ არაფერი ხეირი. პირიქით, ჩრდილოეთ კავკასიელთა ამოძრავება ჩვენს ვერშემდგარ სახელმწიფოს ახალ პრობლემას გაუჩენს.

ნანახია - 5223

კომენტარები - 16

1
სარეკლამო ბანერი
1000 X 80