ალექსეი მინევიჩი
ბლოგი
ალექსეი მინევიჩი

ალექსეი მინევიჩი-ს ბლოგები

3 კვირის შემდეგ აფხაზეთს დენი აღარ მიეწოდება

ალექსეი მინევიჩი

2017-01-21 16:00:25

„არავითარი შანსი არ არსებობს, რომ საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის გარეშე რამე მოახერხონ. ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთიდან განახორციელონ იმპორტი, მაგრამ მაშინ დენის ყიდვა მოუწევთ, ჩვენგან კი უფასოდ იღებენ. როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის გადასახადი დაუწესდეს. ეს, თავის მხრივ, მოხმარებას შეამცირებს და მათთვის ენგურჰესიდან მიწოდებული ელექტროენერგია საკმარისი იქნება. ჩემი აზრით, ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის უნდა მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით“.

ნანახია - 366

კომენტარები - 9

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი“

ალექსეი მინევიჩი

2017-01-21 12:00:44

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლებას მოსახლეობისთვის დასამალი არაფერი აქვს. სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა“.

ნანახია - 304

კომენტარები - 7

კიდევ რამდენი პოლიტიკოსი გაილახება არჩევნებამდე?

ალექსეი მინევიჩი

2017-01-21 10:23:28

არჩევნებამდე 37 დღით ადრე ბოლნისში „ნაციონალებისა“ და ლევან მამალაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაერივნენ. ამ რაიონში „ნაციონალი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ჯემალ მურადხანოვის წარსადგენად ბოლნისში ჩასულ სააკაშვილსა და მის გუნდს ბოლნისის შესასვლელთან მამალაძის მხარდამჭერები დახვდნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბოლნისის რაიონის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარე აბას აბასოვი. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნანახია - 50

კომენტარები - 0

„საფრანგეთი ისე არ არის განწირული, რომ მარინ ლე პენის ბოდვითი იდეებით იყოს შეპყრობილი“

ალექსეი მინევიჩი

2017-01-20 21:00:08

„ზოგიერთებს ჰგონიათ, რადგან ამერიკაში ტრამპმა მოიგო, ამის გამო შეიძლება ლე პენმაც მოიგოს საფრანგეთში, მაგრამ მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა. ლე პენისნაირი აღიარებული და პირწავარდნილი ფაშისტი ევროპაში რომც მოვიდეს, მეორე დღესვე პოლიტიკურად დაამთავრებს მოღვაწეობას იმიტომ, რომ საფრანგეთში პარლამენტი და ხალხი არსებობს. არ არის საფრანგეთი ისე განწირული, რომ ასეთი ბოდვითი იდეებით იყოს ყველა შეპყრობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ლე პენის ეს განცხადება საფრთხის შემცველია ისევე, როგორც ბატონი ტრამპის ზოგიერთი განცხადებაა ძალზე საეჭვო, თუნდაც სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მსოფლიო მასშტაბით მუშაობს და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს“.

ნანახია - 984

კომენტარები - 42

დეპუტატები ბანკებს არაპროფილური მხრიდან უტევენ

ალექსეი მინევიჩი

2017-01-20 19:00:55

„ბიზნესი იმის ნაცვლად, რომ ბანკში ხედავდეს პარტნიორს, ხედავს კონკურენტს. ამიტომ გვსურს, რომ მოხდეს ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა და მას კერძო ბიზნესთან პარტნიორობის პოზიცია ჰქონდეს. ვიცი ბიზნესები, ვინც თავს იკავებენ ინვესტირებისგან, რადგან არ სურთ კონკრეტულ ბანკებთან თანამშრომლობა. ბანკების ნაწილს არაპროფილური აქტივების ფლობა არაკონკურენტულ გარემოში აყენებთ. ყველა მიესალმება ამ საკითხის მოგვარებას და მათი სურვილია, რომ აქტიურად ჩაერთონ მის გადაწყვეტაში. ბანკი უნდა გახდეს ბიზნესის ნეიტრალური პარტნიორი. ჩვენ პროცესი დაწყებული გვაქვს კონსულტაცებს გავდივართ სხვადასხვა მხარეებთან“.

ნანახია - 342

კომენტარები - 1

„კლინიკა-საამქროებთან“ ჯანდაცვის სამინისტრო აღარ ითანამშრომლებს

ალექსეი მინევიჩი

2017-01-20 16:30:23

„რიგ კლინიკებს შეექმნა მცდარი მოლოდინი. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი სერვისების მომწოდებლებთან ვერ გავაგრძელებთ ურთიერთობას. სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს, მაგრამ იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს“.

ნანახია - 1062

კომენტარები - 2

„მერა რა, თუ პრეზიდენტის და არასამთავრობოების აზრი ერთმანეთს ემთხვევა? ამით რისი თქმა უნდა კალაძეს?“

ალექსეი მინევიჩი

2017-01-20 14:00:58

„კონფიდენციალურობაც მოლაპარაკების საგანია. არ დათანხმებულიყო მთავრობა ხელშეკრულების კონფიდენციალურობას და არ იქნებოდა. თანაც აქ კონფიდენციალური შეიძლება იყოს გაზის საფასური, სხვა რა უნდა იყოს, მუქარა? შანტაჟი? რით გვაშანტაჟებდა რუსეთი? როდესაც ფორმდება ისეთი ხელშეკრულებები როგორც არის თუნდაც „სითი პარკთან“, ვიძახით, რომ ეს არის კომერციული ხელშეკრულება და რა ვქნათო. ანუ, ნებისმიერ ხელისუფალს შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს, მაგრამ ხვალ რომ აღმოჩნდეს ეს ხელშეკრულებაც შედომა იყო, მაშინ რა ვქნათ? ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხის წინაშე იდგა, თუკი მთავრობმა ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა“.

ნანახია - 688

კომენტარები - 11

სარეკლამო ბანერი
1000 X 80