იერემია
ბლოგი
იერემია

იერემია-ს ბლოგები

მარტყოფი - მეორე წიწამური, სხუაჲ ჯიხაშკარი... (პირველი ნაწილი)

იერემია

2012-08-06 19:32:57

მონასტრის ბერებმა და თანმხლებმა პირებმა ჯერ გადაწყვიტეს, რომ ნაავადმყოფარი პატრიარქისთვის სიმშვიდე არ დაერღვიათ, თუმცა მისი გაჭიანურებული ძილი მეტად საეჭვოდ მოეჩვენათ. გარკვეული ყოყმანის შემდეგ მაინც გაბედეს და საძინებლის კარი უკითხავად შეაღეს. მათ თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა - ტყვიით გულგანგმირული პატრიარქი საწოლზე გულაღმა იწვა, სახე და მთელი სამოსი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. გარდაცვლილის გვერდით საბანზე ”ბრაუნინგის” სისტემის ტყვიებით სავსე, მაგრამ დამცავჩაკეტილი რევოლვერი იდო...

ნანახია - 3722

კომენტარები - 6

ქართული საპარლამენტო დაგნარის ისტორიიდან (მეორე ნაწილი)

იერემია

2012-05-30 13:22:38

1920-1921 წლების მიჯნაზე შალვა ნუცუბიძემ რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიაყენა ხელისუფლებას. მან მწვავედ გააკრიტიკა სამთავრობო პოლიტიკა და მისი წარმომადგენლების აღვირახსნილი საქციელი, რომლებიც სამუშაო დროის დიდ ნაწილს ღრეობაში ატარებდნენ. ბენია ჩხიკვიშვილთან დაკავშირებით ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. 1921 წლის იანვარში შალვა ნუცუბიძემ დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან საქვეყნოდ გაახმაურა სკანდალური ფაქტი, თუ როგორ აღმოუჩინეს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს სახლში ნაპარავი ერთი ტომარა ფქვილი. როგორც გამოირკვა, სასურსათო უწყების თანამშრომელმა, ვინმე ჩიკვაიძემ დევნილებისათვის განკუთვნილი რამდენიმე ათეული ტომარა ფქვილი მიითვისა და ნაწილი მის კეთილისმყოფელს ბინაზე მიართვა. საქმის ”გაბაზრების” შემდეგ, არსენიძის პროტექციის მიუხედავად, ჩიკვაიძე სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო თავად მინისტრს პარტიულმა ძმებმა ”შინაურულად” გაურჩიეს საქმე ”ქვედა პალატაში”. როგორც ახლა, არც მაშინ იმალებოდა არაფერი და საზოგადოებამ შეიტყო, რომ რაჟდენ არსენიძე პარტიის შერცხვენისთვის კულუარულ შეხურებას დააჯერეს, თუმცა საჯაროდ ამის თაობაზე არაფერი თქმულა.

ნანახია - 1540

კომენტარები - 0

ქართული საპარლამენტო დაგნარის ისტორიიდან ( პირველი ნაწილი)

იერემია

2012-05-26 22:03:49

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მუშტების ქნევა და დედ-მამის გინება უცხო ხილი ნამდვილად არაა. თუმცა, რატომ მხოლოდ ქართულის? საკანონმდებლო ორგანოს წევრი სახალხო რჩეულები არაერთ ქვეყანაში გამოირჩევიან თავშეუკავებული ქცევით. საინფორმაციო სიუჟეტებში პერიოდულად ვუცქერთ ხოლმე სასეირო სცენებს ინგლისის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, რუსეთის, საბერძნეთისა და კიდევ არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატთა ხულიგნური საქციელის შესახებ, რომლებიც ხან კვერცხებს ესვრიან ერთმანეთს, ხან ფეხსაცმელს, ხან ტრიბუნის ბლოკირებას ახდენენ და ოპონენტებს სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის უკონკურენტოდ სკანდალურ ფიგურას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დუმაში დაბერებული ვლადიმირ ჟირინოვსკი წარმოადგენს, რომლის ექსცენტრული გამოხდომების ამსახველი სცენები უხვადაა განთავსებული ვიდეოპორტალ ”იუთუბზე”.

ნანახია - 1224

კომენტარები - 0

მაზურკას ვნებანი (ვის სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება?)

იერემია

2012-03-01 19:56:20

ის, რაც შესავლით იწყება, ყოველთვის როდი წარმოადგენს რიტორიკას. მოცემულ შემთხვევაშიც ასეა - საჭიროება მოითხოვს და პუბლიცისტიკის სადებიუტო რეპერტუარის ერთ ფრიად გაცვეთილ ხერხს უნდა მივმართო. მადლობის მეტი რა მეთქმის, ჩემო პატიოსანო მკითხველო, რაკი დრო გამონახე და ამ ნაცოდვილარის წასაკითხად გაისარჯე. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვ, ათიოდ წუთით შეწყვიტე დაწყებული საქმე, გახსენი კომპიუტერის მონიტორზე ეს ბმული (http://www.tabula.ge/article-19148.html), გაეცანი სტატიას - ”პუტანების” ქვეყანას - არა!” და მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდი წინამდებარე ბლოგტექსტს.

ნანახია - 1531

კომენტარები - 0


სარეკლამო ბანერი
1000 X 80